ტანის მოვლა




ანტიცელულიტური მასაჟი თაფლით



ნატურალური თაფლის სამკურნალო თვისებები, მისი ანტიოქსიდანტური მოქმედება უზრუნველყოფს თაფლის ანტიცელულიტური პროცედურების ეფექტურობას. ამ პროდუქტით ჩატარებული თერაპია მიმართულია პრობლემურ ზონებში სისხლის მიმოქცევის გაძლიერების სტიმულაციისკენ. ძლიერდება ნივთიერებათა ცვლა და ცხიმოვანი უჯრედების ლიზისი (დაშლა). თაფლის ანტიოქსიდანტური თვისებები კი პრობლემურ ზონებში არსებულ თავისუფალრადიკალურ პროცესებს აღკვეთავს და აუმჯობესებს ამ ზონებიდან შლაკებისა და ტოქსინების გამოდევნის პროცესს.


პროცედურის ხანგრძლივობა: 60 წუთი

ანტისტრესი



მასაჟების ეს სახეობა გამოიყენება როგორც სტრესის მოხსნისა და მოდუნების საუკეთესო საშუალება. ეს პროცედურა აუცილებლად მოიცავს თავისა და კისრის ზონის მასაჟს, რაც კარგად მოქმედებს პაციენტის საერთო განწყობასა და სისხლის მიმოქცევაზე. უმჯობესდება თავის ტვინის კვება, ოქსიგენაცია, იხსნება თავის ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება. თქვენი სურვილისამებრ ეს პროცედურა შეიძლება ჩატარებულ იქნეს ზურგსა და სხეულის სხვა ნაწილებში, რაც აქტიურად ეხმარება გადაღლილობის მოხსნასა და გონებრივი შესაძლებლობების აღდგენაში.


პროცედურის ხანგრძლივობა: 60 წუთი

სპორტული მასაჟი



სპორტული მასაჟი მიმართულია კუნთების მუშაობის აქტივაციისკენ, კუნთების ტონუსის და ელასტიურობის გაუმჯობესებისკენ. სპორტული მასაჟი შეიძლება გამოიყენოთ ფიზიკური შესაძლებლობების სრულყოფისთვის ფიზიკურ დატვირთვამდე ან შემდეგ.


პროცედურის ხანგრძლივობა: 40-60 წუთი

ლიმფოდრენაჟი


ეს არის მასაჟების სამკურნალო სახეობა და მის ეფექტებს წარმოადგენენ:
საერთო მდგომარეობის გაუმჯობესება
ცელულიტის წარმოქმნის პროფილაქტიკა
მასტოპათიის მკურნალობა
ვენების დაავადების მკურნალობა
კანის, კუნთებისა და ქსოვილების მდგომარეობის გაუმჯობესება
ლიმფოდრენაჟი ტარდება როგორც ანტიცელულიტური მასაჟის შემდეგ, ასევე - ცალკეც.


პროცედურის ხანგრძლივობა: 30-60 წუთი

არომათერაპიული მასაჟი



არომათერაპიული პროცედურისას თქვენი კანი იღებს მაქსიმალურ დატენიანებასა და ტონიზაციას. ამისთვის გამოიყენებაბელნატურისარომათერაპიის ხაზის პროდუქცია, რომლის არომატული ზეთები ზემოქმედებას ახდენენ მგრძნობელობის სისტემებზე და ხდება სიამოვნების მომგვრელი ჰორმონების (ენდორფინები) გადმოსროლა ადამიანის ორგანიზმში. ეს, თავის მხრივ, აძლიერებს რელაქსაციას.


პროცედურის ხანგრძლივობა: 40-60 წუთი

კლასიკური შვედური მასაჟი



მასაჟი ადუნებს კუნთებს, უმჯობესდება კანის კვება და ტურგორი. სტიმულირდება სისხლისა და ლიმფის მიმოქცევა, შედეგად ორგანიზმში რეგენერაციული პროცესები აქტიურდება. კლასიკური მასაჟი აგარიდებთ თავიდან სისხლის შეგუბებას, რაც წარმოადგენს სხვადასხვა დაავადების მიზეზს. ეს მასაჟი შეიძლება განხილულ იქნეს როგორც ზოგადგამაჯანსაღებელი, პროფილაქტიკურ-სამკურნალო პროცედურა. ამაღლებს იმუნიტეტს. მასაჟი ხსნის დაძაბულობას და სტრესს. ცნობილია, რომ დაძაბულობა ყველაზე მეტად კუნთების გამკვრივებას და მათი დაჭიმულობის მატებას იწვევს. კუნთის ქსოვილი კარგავს ელასტიურობას და პალპაციით იგრძნობა მათი სიმკვრივის მატება-კუნთი ქვასავით მაგარი ხდება. ეს პირველი ნიშანია იმისა, რომ გესაჭიროებათ კლასიკური საერთო მასაჟის პროცედურების ჩატარება.


პროცედურის ხანგრძლივობა: 40-60 წუთი

თაფლის მასაჟი


თაფლის მასაჟი მიმართულია გონებრივი და ფიზიკური გადაღლილობის მოხსნისკენ, ძილის რეგულაციისკენ. გამოიყენება ფსიქოსომატური დაავადებების, ოსტეოქონდროზის, ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონიის, შინაგანი ორგანოების ფუნქციის დარღვევის, მსხვილი სახსრების ართროზის სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ. თაფლის პროცედურების შემდეგ თავს გრძნობთ რელაქსირებულად, ხოლო თქვენი კანი ხდება ხავერდოვანი, ქრება შეშუპება, კანის რელიეფი სწორდება და მცირდება პიგმენტაცია.


პროცედურის ხანგრძლივობა: 60 წუთი


შოკოლადის მასაჟი



შოკოლადი არამარტო გემრიელი და არომატული პროდუქტია. დადგენილია და გამოკვლეულია მისი გამოყენების ეფექტურობა კოსმეტოლოგიაში, რაც განპირობებულია მის შემადგენლობაში ისეთი ნივთიერებების არსებობით, რომლებიც დადებითად ზემოქმედებენ კანის სტრუქტურაზე. შოკოლადის მასაჟის პროცედურა ხსნის სტრესს, ხელს უწყობს ძალების აღდგენას, აახალგაზრდავებს, ჭიმავს და წმენდს კანს, ამცირებს პიგმენტურ ლაქებსა და გამონაყარს. მასში კოფეინის შემცველობა განაპირობებს ნივთიერებათა ცვლის გაძლიერებას, ეს კი ხელს უწყობს წონაში კლებასაც.


პროცედურის ხანგრძლივობა: 90 წუთი

კლასიკური ანტიცელულიტური (მოდელირებადი) მასაჟიბელნატურისპროდუქციით


კლასიკური ანტიცელულიტური მასაჟი, ბელნატურის პროდუქციის ტანის მოდელირების ხაზის გამოყენებით, წარმოადგენს ცელულიტისგან გათავისუფლებისა და სხეულის კორექციის საუკეთესო საშუალებას. მანუალური ანტიცელულიტური მასაჟი ხელს უწყობს კანში ლიპოიდური ბორცვაკების გაქრობას ქირურგიული და აპარატული მეთოდების გამოყენების გარეშე. ანტიცელულიტური მასაჟი პრობლემურ ზონებზე კეთდება და ინიშნება სპეციალისტის მიერ 8-15 პროცედურა პრობლემიდან გამომდინარე.


პროცედურის ხანგრძლივობა: 60-90 წუთი

ტაიმასაჟი


ტაიმასაჟსპასიურ იოგასაცუწოდებენ. მას საფუძვლად უდევს ადამიანის ენერგეტიკულ ზონებზე-ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებსა და ზონებზე ზემოქმედება. ამ პროცედურის დროს მუშავდება არა ლოკალური ზონა, არამედ - მთელი ორგანიზმი: ფეხის თითებიდან-თავის მწვერვალამდე. ტაიმასაჟის ძირითად მეთოდს წარმოადგენს დამწოლი ზემოქმედება არამარტო მტევნით, არამედ იდაყვებით, მუხლებით და მთელი სხეულითაც კი. ეს არის პასიური გიმნასტიკა და გაწელვა. ტაიმასაჟი მალე დაუბრუნებს თქვენს ორგანიზმს ჰარმონიულობას, წონასწორობას. ტაიმასაჟის დროს მიღებული ღრმა რელაქსაცია ხელს უწყობს სასიცოცხლო ძალების აღდგენას.


კლასიკური ტაიმასაჟი


პროცედურის ხანგრძლივობა: 60-120 წუთი


ტერფების ტაიმასაჟი


პროცედურის ხანგრძლივობა: 30 წუთი


თავისა და კისრის ტაიმასაჟიმშვიდი ტალღა


პროცედურის ხანგრძლივობა: 60 წუთი


ტერფების, ქვედა კიდურების ტაიმასაჟიოქროს ლოტოსი


პროცედურის ხანგრძლივობა: 60 წუთი

სხეულის ცალკეული ნაწილების მანუალური თერაპია:



თავის მასაჟი


პროცედურის ხანგრძლივობა: 60 წუთი


ზედა კიდურების მასაჟი


პროცედურის ხანგრძლივობა: 60 წუთი


ქვედა კიდურების მასაჟი


პროცედურის ხანგრძლივობა: 60 წუთი


ტერფების მასაჟი


პროცედურის ხანგრძლივობა: 60 წუთი


სახის, კისრისა და დეკოლტეს კანის რელაქსაციური მასაჟი


პროცედურის ხანგრძლივობა: 30 წუთი