გახდომა

ჭარბ წონასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური მეთოდები


გთავაზობთ წონის დაკლების ყველაზე უებარ, მაგრამ ყველაზე ეფექტურ 11 რჩევას. გაითვალისწინეთ ამ რჩევების რაღაცა ნაწილი მაინც, რამოდენიმე ერთად ან რომელიმე ერთ-ერთი მაინც და შედეგი გაგაკვირვებთ.


მეთოდი 1: ჭამე მეტი
ბოჭკოვანი საკვები

ჭარბი ცხიმი არ არის ერთადერთი რაც ზრდის თქვენი კუჭის მოცულობას და ბერავს მას. სტატისტიკით მოსახლეობის 80% აწუხებს შეკრულობა. საბედნიეროდ, ამ პრობლემას აქვს მარტივი გადაწყვეტა. მიიღეთ მეტი ხსნადი ბოჭკოვანი საკვები, რომელიც უხვად არის ვაშლში, ციტრუსებში, ხილში, ბოსტნეულში. წყალი ასეთ ბოჭკოვან საკვებთან ერთად ჩვენ ორგანიზმში გარდაიქმნება ჟელატინის მსგავს ნივთიერებად, რომელიც ააქტიურებს საჭმლის მომნელებელი სისტემის კუნთებს და შედეგად ხდება საჭმლის უფრო ჩქარი გადამუშავება და მონელება.


მეთოდი 2: შენი იარაღი - C ვიტამინი

 ვიტამინი C წარმოშობს ჩვენ ორგანიზმში ნივთიერება კარნიტინს, რომელიც ხელს უწყობს ცხიმის ენერგიად გარდაქმას. განსაკუთრებით ეფექტურია ეს მეთოდი ვარჯიშთან ერთად. ამ ვიტამინის დღიური ნორმა შეადგენს 10 მგ-ს რასაც შეიცავს მაგალითად : 10 დიდი მარწყვი, პატარა ტკბილი წითელი წიწაკა, დიდი ფორთოხალი ან 1 ჭიქა მზა ბროკოლი.

მეთოდი 3: გაზარდე შენს ორგანიზმში ჯანსაღი ბაქტერიების რაოდენობა

იოგურტი და კეფირი შეიცავს ე.წ. ჯანსაღ ბაქტერიებს - პრობიოტიკებს. ეს ბაქტერიები აუცილებელია საჭმლის კარგი მონელებისათვის. შესაძლებელია თქვენ ზედმეტ წონას აგროვებთ სწორედ ამ ბაქტერიების ნალებობის გამო და შთანთქავთ მეტ კალორიებს ვიდრე სხვა ადამიანი იგივე რაოდენობის საკვებისგან. სწორედ ამიტომ  ნორმალურ ბალანსი ბაქტერიების აუცილებლად დაგეხმარებათ წონის დაკლებაში.

მეთოდი 4: დაივიწყეთ ალკოჰოლი

რა თქმა უნდა არა სამუდამოდ (მოდით ვიყოთ რეალისტები ). მაგრამ შეეცადეთ გაწყვიტოთ ქეიფების და წვეულებების უწყვეტი ჯაჭვი. თქვენ ნახავთ თუ რა სასარგებლო ეფექტს მოიტანს ეს ცვლილება თქვენი ჯანმრთელობისათვის! გახსოვდეთ, სტატისტიკურად ერთი ქართული სუფრა საშუალოდ უდრის 7000 კალორიას ამას ემატება კველა ჭიქა დასალევი 500 კალორიით. ასე რომ დათვალეთ!
ამავე დროს გახსოვდეთ ძილი ძალიან მნიშვნელოვანია, წონის მატება შეიზლება გამოიწვიოს როგორც უძილო ღამეებმა ასევე ზედმეტმა ძილმა. ასე რომ შეეცადეთ დაიცვათ რეჟიმი.

მეთოდი 5: სასწაულმოქმედი ავოკადო

ეს ხილი მდიდარია კალიუმით, რომელიც ეხმარება ორგანიზმს განთავისუფლდეს ჭარბი ნატრიუმისგან ანუ შეშუპებისგან, რომელსაც იწვევს ორგანიზმში წყლის შეკავება.
1/4 ავოკადო, 1/4 ჭიქა მანგოს წვენი, 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი - ეს თქვენი ორგანიზმზე კალიუმის შეტევაა, ასეთი შეტევა ყოველდღიურად და ნახავთ როგორ დაგტოვებენ ზედმეტი კილოგრამები.

მეთოდი 6: გავაძლიეროთ ცხიმის წვა

ბუნებრივი ნივთიერება კაპსაიცინი, რომელსაც შეიცავს ცხარე წიწაკა აძლევს საჭმელს არამარტო სიმძაფრეს, არამედ ძალიან უწყობს ხელს მონელებას ანუ მეტაბოლიზმს. მიირთვით ცხარე საჭმელი და თქვენ აუცილებლად დაიკლებთ წონაში. კვლევებით დადასტურებულია რომე ერთი ცხარე წიწაკა 23 პროცენტით ზრდის თქვენს მეტაბოლიზმს. სასწაულების იმედი ნუ გვექნება, მაგრამ 23 პროცენტიანი ზრდაც ცოტა არ არის.  ასევე გამოიყენება ტომატის წვენი წითელ წიწაკასთან შეზავებული.

მეთოდი 7: ჭამე ხილი დესერტად

ფერმენტები ბრომელაინი (ახალი ანანასი ) და პაპაინი (პაპაია ) ხელს უწყობს საჭმლის მონელებას , ეხმარება ნგრევა ორგანიზმს, ცილების, ხორცის, რძე და პარკოსნების მონელებაში გვეხმარება მეტეორიზმთან ბრძოლაში.

მეთოდი 8: ერიდეთ შაქარს

მუდმივად პროდუქტების ეტიკეტებზე ამოწმეთ პროდუქტში შაქრის შემცველობა, გახსოვდეთ შაქარი ხშირად მარინადებშიც კი დიდი რაოდენობითაა, ამიტომ იკითხეთ ეტიკეტები და სადაც წაიკითხავთ შაქარს დააბრუნეთ პროდუქტი თაროზე.

მეთოდი 9: გარნირად - ისპანახი

გარნირად მოერიდეთ კარტოფილს და სხვა მსგავს კალორიულ პროდუქტებს. 1 ჭიქა ისპანახი შეიცავს მხოლოდ 41 კალორია , რომელიც ხუთჯერ ნაკლებია, ვიდრე იგივე რაოდენობის მოხარშული ყავისფერი ბრინჯი ან მაკარონში.გარდა ამისა იგი ასევე შეიცავს ათეულზე მეტ სხვადასხვა ანტიოქსიდანტებს, რომელიც ასევე დაგეხმარებათ გაუმკლავდეს სტრესს, რომელიც ამ დროს, სამწუხაროდ, თითქმის გარდაუვალია.

მეთოდი 10: სვით ყავა ან ჩაი

ისინი ნამდვილად დაგეხმარებათ გახდომაში, რადგან ისინი შეიცავენ კოფეინს. ასევე გაგიმხელთ ერთ საიდუმლოს, ფიტნესში წასვლამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ ან ყავა ან ჩაი და თქვენ უფრო აქტიურად შეძლებთ ვარჯიშს და უფრო მეტი ხნის განმავლობაში.

მეთოდი 11: გასახდომი მასაჟები და პროცედურები

ჩაიატარე გამაჯანსაღებელი პროცედურები, გასახდომი მასაჟები. ის დაგეხმარებათ გახდომაში და ამავე დროს სხეულის სხვადასხვა ადგილას დაგროვებული ცხიმების წვაში, ასეთი მასაჟების დროს გამოიყენება სპეციალური კრემები და პრეპარატები, რომლებიც ხელს უწყობს ცხიმის წვას პრობელმურ ადგილებში.